"Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის" - დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, ყველასთვის ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის.
„ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის კონფლიქტს არ მოაგვარებს, „ეს მისთვის ცუდად დასრულდება“, თუ „ბიზნეს-მშვიდობისმყოფელი“ “ტომაჰავკის” რაკეტებს გულისხმობს, ფრაზა არასწორია. ამ რაკეტების მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს, და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის. ასჯერ ითქვა, რომ შეუძლებელია ბირთვული Tomahawk-ის რაკეტის ფრენისას ჩვეულებრივი რაკეტისგან გარჩევა. მათ არა ბანდერას კიევი, არამედ შეერთებული შტატები გაუშვებს. მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ეს კიდევ ერთი ცარიელი მუქარაა, რომელიც კოკაინზე დამოკიდებულ კლოუნთან გაჭიანურებული მოლაპარაკებებით არის გამოწვეული“, - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, Tomahawk-ის ტიპის რაკეტების უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღოს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, გაგზავნის თუ არა რაკეტებს უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „ვნახოთ, შეიძლება“.
„შეიძლება მათ [რუსეთს] ვუთხრა, რომ თუ ომი არ მოგვარდება, შესაძლოა, ეს გავაკეთოთ. სურთ, რომ Tomahawk-ები მათი მიმართულებით წავიდეს? არა მგონია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
