April 29, 2024

ამ პრეპარატს აქვს არაჩვეულებრივად კარგი შედეგი - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, იმ კოვიდპაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, შესაბამისად მკურნალობის პერიოდი არც ახალი შტამის პირობებში ხანგრძლივდება. 

 

მისივე განმარტებით, თუ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მედიკოსები საკმურნალოდ პრეპარატ რემდესივირს იყენებენ. ენდელაძის მტკიცებით პრეპარატს კარგი შედეგი აქვს.

 

“მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გახანგრძლივებულია მკურნალობის პერიოდი, თუ კი მძიმე არ არის. თუ კი მძიმეა და არის ჩვენება პირველ დღეებში, ვიყენებთ მედიკამენტ რემდესივირს, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების პოზიციისა, და აქვს არაჩვეულებრივად კარგი შედეგი.

 

პაციენტების დაყოვნება, რომლებთანაც ეს მედიკამენტები გამოვიყენეთ, თითქმის, შემიძლია გითხრათ, რომ 95-98%-ში აღარ ყოფილა საჭირო, როგორც კი დამთავრდება ამ მედიკამენტის გადასხმა, მეორე დღიდან თავს კარგად გრძნობენ.

 

ოღონდ არ მინდა ეს ვინმემ გაიგოს, რომ ყველა პაციენტზე შეიძლება დაინიშნოს და ყოველთვის. ამას აქვს თავისი ჩვენება და თავისი ყველაზე პირველი ჩვენება, გარდა სხვა ლაბორატორიული მონაცემებისა, არის ასევე ხანგრძლივობა, ეს მაქსიმუმ ინიშნება 10 დღემდე და სასურველია უფრო პირველ დღეებში,” – განმარტავს მარინა ენდელაძე.

წაკითხვა 273 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.