May 17, 2024

ეს არის სკანდალი, რომელიც ახლავე უნდა შეწყდეს - ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი დონის ფონზე, გამაძლიერებელი, ანუ ე.წ ბუსტერ დოზების გამოყენების ტენდენციას აკრიტიკებს.

 

მისი თქმით, ასეთ ქვეყნებში პირველი დოზით აცრას გამაძლიერებელი დოზით ვაქცინაცია ექვსჯერ აჭარბებს, რაც დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. 

„დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ყოველდღიურად ექვსჯერ მეტი ბუსტერული დოზა გამოიყენება, ვიდრე პირველადი დოზა . ეს სკანდალია, რომელიც ახლავე უნდა შეწყდეს.

COVAX-ის პლატფორმა მუშაობს, თუ მას ვაქცინები აქვს. COVAX-ის პლატფორმამ უკვე თითქმის 500 მილიონი დოზა გააგზავნა 144 ქვეყანაში. 

ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის გამაძლიერებელი დოზის გაკეთებას ან ბავშვების ვაქცინაციას აზრი არ აქვს, როდესაც მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა მაღალი რისკის ჯგუფები ჯერ კიდევ პირველი დოზით არ არიან აცრილი" - განაცხადა გებრეისუსმა.

წაკითხვა 316 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.