"შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ბეწვის ხიდი" - მარინა ეზუგბაია

მე მგონი ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული ყველა კონტაქტის შესწავლა მოხდება. 

 

,,გარკვეულწილად, ეს საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება, თავიდან ბოლომდე. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე, არა მგონია მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება. ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფლებში: გეტასა და მუშევანში და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქაც ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება და 14 დღის შემდეგ კონტაქტების კვლევისას დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არამგონია, რომ იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე, თუმცა, მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არ არის საჭირო, ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს. თვითშეზსღუდვები საკუთარ თავებს უნდა დავუწესოთ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

წაკითხვა 475 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 01 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.