May 19, 2024

"მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზება" - გამყრელიძე

თუ ჩვენ ყველა შემთხვევას კარგად ვმართავთ და კარგი ტრიაჟი იქნება, საქართველოში საწოლფონდის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზება. 

 

„დღეს ქვეყანაში 16 887 აქტიური შემთხვევა გვაქვს, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები ბინაზე იყვნენ და სტაციონარში მოხვდნენ ისინი, ვისაც ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება. დღეს სტაციონარებში მობილიზებულია დაახლოებით 5700 საწოლი და ამდენივე - კოვიდსასტუმროებში. მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზაცია და მომავალ თვეში ეს რიცხვი გაიზრდება. წესითა და რიგით, თუ ჩვენ ყველა შემთხვევას კარგად ვმართავთ და კარგი ტრიაჟი იქნება, საქართველოში საწოლფონდის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 363 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.