April 30, 2024

"ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა" –ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის, ირმა ინაშვილის  განცხადებით, ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.

 

მისივე თქმით, ეს სინამდვილეში არა სტალინის ხატი, არამედ წმინდა მატრონას ხატია, სადაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი - სტალინთან შეხვედრაა ასახული.

 

„რატომღაც ძალიან აგორდა თემა, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია, რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს.

 

რატომ არის გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე სტალინი? ამ ხატზე არის წარმოდგენილი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი - სტალინის მატრონასთან შეხვედრა, როდესაც უღმერთო რეჟიმის წარმომადგენელი, ხელისუფალი იძულებულია წმინდანს შეხვდეს და იძულებულია ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ესაუბროს,“ - აცხადებს ინაშვილი.

 

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდ

წაკითხვა 129 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 08 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.