April 30, 2024

ევროპის კომისიამ Google-ს მოუწოდა, დაეხმაროს რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას

ევროპის კომისიამ Google-ს, Meta-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწოდა, დაეხმარონ რუსეთისა და ბელარუსის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, თავიანთი მასალები საინფორმაციო აგრეგატორებში სამთავრობო მედიასაშუალებებზე უფრო წინ წაწიონ. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

გამოცემის თანახმად, ევროკომისიას შესაბამისი თხოვნით მიმართეს ბელარუსელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ლუკაშენკას რეჟიმის დევნის გამო დატოვეს საკუთარი ქვეყანა. მათი სიტყვებით, Google-ისა და Meta-ს საინფორმაციო აგრეგატორების ალგორითმები ცენზურულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და აუდიტორიას არ აძლევს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი მასალების ნახვის უფლებას. გარდა ამისა, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, Google News-ი არ ახდენს მასალების ინდექსაციას ბელარუსულ ენაზე.

 

„დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მასმედიის თავისუფლებისთვის ხელის შეწყობა - ერთი მედლის ორი მხარეა. ჩვენ გვსურს, რომ მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ერთიც გააკეთონ და მეორეც. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში უზრუნველყოფილ იქნეს სანდო ინფორმაციის ხილვადობა და არა მინსკისა და კრემლის პროპაგანდისა“, - თქვა ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვერა იოუროვამ, რომელმაც ეს საკითხი Google-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, იტყობინება Financial Times-ი.

 

გამოცემის თხოვნის საპასუხოდ Google-ში განაცხადეს, რომ კომპანია „ყოველ ღონეს ხმარობს, შექმნას და უზრუნველყოს წესების დაცვა ისე, რომ მხედველობაში არ იქნეს მიღებული პოლიტიკური მოსაზრებები“. Meta-ში გამოცემის მოწოდებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წაკითხვა 124 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.