April 27, 2024

ნოემბერი 30 2022 წაკითხვა 256 ჯერ

რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა? – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საახალწლო სლოგანებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ახლა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ ქვეყანას მშვიდობა აქვს.

 

„საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს რაიმე სლოგანი? საარჩევნო ბანერი ხომ არ არის, რა შუაშია? ნაძვის ხე გაანათე, სათამაშოები ჩამოკიდე და მორჩა. კახი კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, იქ წლები ცხოვრობდა და ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს, სულ რომ არ ეცხოვრა იქ. კიევი დაბომბილია, შუქი არ აქვთ და გათბობა, ამ დროს შენ რაღაც ნიშნის მოგებით აწერ ნაძვის ხეს. თავის ნამდვილ საარჩევნო სლოგანს რატომ ვეღარ აწერს? უხერხულია, რომ ვაკის პარკის ამბის შემდეგ „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ დაარქვას? კალაძეს საახალწლო სლოგანი თუ უნდა, რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი დააწეროს, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან რუსი დეზერტირები. ეს არის სინამდვილე და უხერხულია ახლა იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ „ჩვენ მშვიდობა გვაქვს“. სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა. მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ჩვენს ნაძვის ხეზეც ვერ ბედავენ თავდასხმას. ეს არის მარაზმი. რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა? აბა, დააწეროს კალაძე. სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საახალწლო სლოგანებთან დაკავშირებით განაცხადა: „კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკოსებმა სცადეს, სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ ნიშნის მოგებად მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა“.

ნოემბერი 30 2022 წაკითხვა 382 ჯერ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 22 ივლისის მოწვევის შედეგად, საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ნოემბერი 29 2022 წაკითხვა 239 ჯერ

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მოქალაქეებს საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც მოქალაქეები, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნოემბერი 29 2022 წაკითხვა 186 ჯერ

30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ნოემბერი 29 2022 წაკითხვა 1007 ჯერ

დღეს აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი სოფელ კოჩარის აღებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს სოციალურ ქსელში ფსიქოთერაპევტი, ფილოსოფიის მაგისტრი ალექსი კვატანია იხსენებს:

ნოემბერი 29 2022 წაკითხვა 194 ჯერ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

გვერდი 78 სულ 539
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.