May 20, 2024

"29 ნოემბერს, ხომ ისევ იმ ადამიანებთან ერთად მოუწევთ ცხოვრება, ვისაც დღეს აშინებენ, ატყუებენ, ხუთ კილო ხახვად ყიდულობენ "

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოციალურ ქსელსი შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"სულ უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ, ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, უმთავრესი ამოცანა მმართველი პოლიტიკური ძალისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთმანეთისგან გამიჯვნა იქნება. რასაც ახლა ვხედავ, ეს ჩვენამდეც კეთდებოდა, არც ჩვენ დაგვიკლია ხელი, და ამათ ხომ არნახულ სიმაღლეზე აიყვანეს, თუ სიმდაბლეზე ჩაიყვანეს. ოპოზიციის წინააღმდეგ მთელი სახელწმიფოა მობილიზებული. პრემიერ-მინისტრიდან ბაღის გამგემდე ყველა ჩართულ/ჩათრეულია. არა და, 29 ნოემბერს, ხომ ისევ იმ ადამიანებთან ერთად მოუწევთ ცხოვრება, მეზობლობა თუ მუშაობა, ვისაც დღეს აშინებენ, ატყუებენ, ჩაგრავენ, პირადობის მოწმომებს ართმევენ, ხუთ კილო ხახვად თუ სასესხო აფიორებად ყიდულობენ? 


მმართველი პოლიტიკური ძალისა და სახელმწიფო სტრუქტურების გამიჯვნას ალტერნატივა არ აქვს!"– წერს კახა ლომაია.

წაკითხვა 852 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.