May 17, 2024

სისტემაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, გულგრილი, უზნეო, უხარისხო, უვიცი სისტემა - არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პრობლემა ვაქცინაში კი არ არის, პრობლემა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობაშია.

კაცმა არ იცის, ამ სისტემის უხარისხობის გამო რამდენი კოვიდიანია გარდაცვლილი, როდესაც რეალურად შეიძლებოდა მათი გადარჩენა.

ჩვენ არ დაგვიწყია საუბარი იმაზე, მთელი ეს კოვიდ პროცესის დროს ჯანდაცვის სისტემამ რამდენი ადამიანი მსხვერპლად აქცია.

უბრალოდ, კოვიდის გართულებით სიკვდილი "ჩვეულებრივად" მივიჩნიეთ, ხოლო აცრის გართულება "წარმოუდგენლად".

სისტემაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, გულგრილი, უზნეო, უხარისხო, უვიცი სისტემა და არა ვაქცინა, ან წამალი, ან ზოგადად, რამე პრეპარატი," - წერს ის.

 

წაკითხვა 435 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.