May 17, 2024

,,კოვიდუსაფრთხო ჩახუტება უნდა გასწავლოთ" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

,,რა მაგის პასუხია და კოვიდუსაფრთხო ჩახუტება უნდა გასწავლოთ, დიდი წარმატებით ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩახუტების ამ ფორმას ჩაჟირაფება ეწოდება, - კისრებს გადააკვარახჭინებთ ისე, რომ ლოყები, ტუჩები, კოცნები, ცხვირის თხუპუნი და პირის წკლაპუნი ჩაჟირაფებულის მხარსუკან იქნება გატანილი. სამაგიეროდ, ერთმანეთის არტერიების სითბოს იგრძნობთ და გაბედნიერდებით. 

 

გულებიც ერთმანეთთან ახლოს გექნებათ და აივსებით ჩახუტების სიხარულით. ჩაჟირაფებისას ერთადერთი საფრთხე არსებობს, კისრები თუ ზომებში ვერ დაემთხვა, შეიძლება თავი გაგეჭედოთ ვინმეს ნიკაპქვეშ და ეგრე დარჩეთ, სიამის ტყუპებივით. სანამ დამხმარე მოგისწრებთ, თქვენით თუ ეცდებით, მთავარია, განცალკევებისას კრიჭა კარგად შეკრათ, რომ ყბა არ ამოიგდოთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 410 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 12 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.