May 17, 2024

განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ქალი პოლიტიკოსი ხდება - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

 
"საქართველოს გზა ევროპისკენ გადის მათ შორის იმაზე რამდენად შეგვიძლია, როგორც საზოგადოებას, განსხვავებული აზრის მიღება და კრიტიკის იმ ფორმით გამოხატვა, რომელიც არ სცდება პოლიტიკური და ადამიანური მორალის ფარგლებს.
 
 
ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სიძულვილის ენის სამიზნე ხდება ქალი პოლიტიკოსი, რადგან ისედაც ქალების გზა პოლოტიკაში გაცილებით მეტი წინააღმდეგობებით არის აღსავსე.
 
 
მე მჯერა ჩვენი ევროპულობის. ჩვენი გამარჯვების. საქართველოს გამარჯვების. და ამ გამარჯვებამდე აუცილებლად ღირსეულად უნდა მივიდეთ,"- წერს ის.
 
 
წაკითხვა 993 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 20 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.