April 27, 2024

"საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც ინდოეთმა!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ინდოეთის მსგავსი შეცდომები დაუშვა.

 

გიორგი ფხაკაძე განმარტავს, თუ რა გზებით უნდა ებრძოლოს ქვეყანა პანდემიას.

"საქართველომ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც ინდოეთმა! იხილეთ ბმულში დღევანდელი სტატია ინდოეთზე TheBMJ.

საქართველო: თებერვალში "დავამარცხეთ" ვირუსი, ყველა შეზღუდვა მოიხსნა 1 კვირაში.

დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი (ელიტას/გავლენიანებს არ ეხება)

პირბადის ტარება შემცირდა (არაერთი თანამდებობის პირი და ოპოზიციის წევრი ვიხილეთ პირბადის გარეშე).

ვაქცინაცია ვერ დავიწყეთ (ეს პროცესი უფრო ცირკს წააგავს).

ჟანგბადის მარაგის მობილიზებას ვერ ვხედავ.

საავადმყოფოების დროულ მობილიზებას ვერ ვხედავ (რეანიმაციაში მაქსიმალური დატვირთვა უნდა იყოს 75%, ამის ზემოთ სიკვდილიანობა იზრდება).

კარანტინის გამოცხადება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში (რომ ავირიდოთ ვირუსის გავრცელება ამ დაწესებულებიდან).

პერსონალური დაცვის საშუალებების მომარაგება და ხელმისაწვდომობა!

აიკრძალოს სხვა პირბადეები და დაიშვას მხოლოდ 2 ტიპის სამედიცინო პირბადე EN14683 და FFP2.

აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრება (დავიწყოთ პარლამენტიდან, გადავიდნენ დისტანციურზე).

არ გაიხსნას სკოლები/სასწავლებლები ნაადრევად და თუ გაიხსნება, უზრუნველყოფილი იყოს 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან დაწესებულებაში!

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 150%-იანი დატვირთვით და უნდა იქნას გამოყენებული ყველა არსებული "ავტობუსი" (ტურისტული, ძველი) რათა შევამციროთ ტრანსპორტში გადატვირთვა.

ტრანსპორტმა უნდა იმუშაოს 24 საათი, მაგრამ მეტრო უნდა იქნას გაჩერებული.

კომენდანტის საათმა საქართველოში არ იმუშავა, სჯობს ბიზნესებისთვის დაწესდეს "კომენდანტის საათი" და, კიდევ ერთხელ, აიკრძალოს 6 ადამიანზე მეტი შეკრებები!!!

ყველა სატრანზიტო მანქანა იქნას გატარებული "წითელ კოლიდორში" (ყოველ 50 კილომეტრში მოეწყოს ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია) და სატრანზიტო მძღოლებს “0” კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან. ამით ავიცილებთ არასაჭირო ინფექციის შემოდინებას მეზობლებისგან.

ყველა შემოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვოთ: 48 საათის პსრ ტესტი სანამ ჩამოვა და აეროპორტში ყველა უნდა დაიტესტოს სწრაფი ტესტით და 3 დღეში პსრ ტესტით.

ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაყოს ქვეყანა რეგიონებად და შექმნას მარტივი და გასაგები "შუქნიშნის სისტემა".

მწვანე - რეანიმაციული საწოლების 50% დაკავებულია (სამედიცინო პირბადის ტარება ყველგან, ხალხმრავალი შეკრებების მაქსიმუმ 6 ადამიანის დაშვება, ყველგან 2-მეტრიანი დისტანცია)

ყვითელი - რეანიმაციული საწოლების 75% დაკავებულია (ნაწილობრივი ჩაკეტვა - კომენდანტის საათი, რესტორანი, კინო, დიდი სავაჭრო ცენტრების დაკეტვა).

წითელი - რეანიმაციული საწოლების 90% დაკავებულია (მთლიანი ჩაკეტვა).

ქვეყანა იქნება უსაფრთხო, თუ მოზრდილი მოსახლეობის 90% იქნება აცრილი (ეფექტური ვაქცინით). ამით ჩვენ მოზარდი მოსახლეობის 70%-ს დავიცავთ.

ჯანმრთელობას გისურვებთ! ეს პანდემია არის შესაჩერებელი!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 553 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.