მარცხი არ არის განაჩენი - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბედი არ არსებობს. მისი თქმით, ყველა დამიანი საკუთარ ბედისწერას თავად ქმნის. 

ამასთან, სასულიერო პირის მტკიცებით, თუ ადამიანს არ უმართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდის. 

 

"ყველა სირთულის მიუხედავად შეგიძლია კარგად და ღირსეულად იცხოვრო.

 

ნუ იტყვი, რომ არ გიმართლებს, ბედი არ გაქვს. გახსოვდეს, რომ ბედი არ არსებობს. შენ თავს თავად ქმნი. შენ ხარ შენი ბედის მჭედელი.

 

არ გიმართლებს იმიტომ, რომ არასწორად მოქმედებ, არასწორი გზით მიდიხარ. ჯერ ის გზა აღმოაჩინე, რომელიც შენთვის შეიქმნა და მერე მიხვდები, ყველაფერი ძალიან მარტივად და ზუსტად ლაგდება.

 

ჯერ ის უნდა იცოდე, რა მისიისთვის ხარ გაჩენილი და მერე უფრო საინტერესო და საქმიანი იქნება შენი ცხოვრება.

 

ტყუილად იზიდავ დეპრესიას, სტრესს, არასწორად თამაშობ მსხვერპლის როლს. მარცხი არ არის განაჩენი. ის გამოცდილებაა და მოემზადე სიახლეებისთვის. ზოგადად მარცხი არ არსებობს, ყველაფრისგან რაღაცას სწავლობ, სიახლეს იძენ, რაც გეხმარება ახალი ნაბიჯის გადადგმაში.

 

ჯერ შენი თავი იპოვნე და მერე უფრო ადვილად მიაგნებ შენ ადგილს ამ სამყაროში!.." - წეს პეტრე კოლხი. 

წაკითხვა 419 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.