"ქვეყანა ახალი ლოქდაუნის წინაშე დგას" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციას ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანა ახალი "ლოქდაუნის" წინაშე დგას.

 

"ყოველ 10 დღეში საშუალოდ 500 ადამიანი გვიკვდება კოვიდის გამო!!!

 

ვაქცინაციის პროცესი ნელა მიდის, საავადმყოფოები გადავსებულია!

 

ქვეყანა ახალი ლოქდაუნის წინაშე დგას.

 

საქსტატის მონაცემით ქვეყანაში 22.1% უმუშევარია, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია.

 

სანამ საზოგადოება პასუხს არ მოსთხოვს ამ უუნარო მთავრობას თითოეული გარდაცვლილი მოქალაქის გამო, სანამ უმუშევრები ამ მდგომარეობას არ გააპროტესტებენ ისე, როგორც ეს სხვა ნორმალურ ქვეყნებში ხდება, სანამ ყველა გადასახადის გადამხდელი არ გააპროტესტებს მილიარდობით აღებული ვალის უმიზნო და კორუფციულ ხარჯვას, მანამდე პრეტენზია ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე ნურავის ექნება.

 

ოცნებების და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე!", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 287 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.