ამაყი დავბრუნდი თბილისში... უნდა მოგიყვეთ ამ სასწაულის შესახებ - თინა ხიდაშელი

დღეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ წყალტუბოში არსებული სასწაულის შესახებ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა დაწერა, რომელიც გერმანიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 

 

"ჩემდა სამარცხვინოდ პირველად ვიყავი წყალტუბოში. გერმანიიდან დაბრუნებული რეაბილიტაციის პროგრამებს ვეძებდი საქართველოში და გუგლმა წყალტუბო მირჩია. სანამ თავად რეაბილიტაციაზე დავწერ რამეს პირველ რიგში სრულიად ფანტასტიურ, პროფესიონალ, უზომოდ გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებს უნდა გადავუხადო მადლობა ვინც იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მძიმე მდგომარეობა ლამის დამავიწყა. 

 

მათი ყოველი სიტყვიდან იმდენი ოპტიმიზმი, იმედი და თავდაჯერებულობა მოდიოდა რომ მეორე დღეს უკვე უბრალოდ მრცხვენოდა ეტლით სიარული და ენერგიის, შემორჩენილი ძალების, ნერვების და ყურადღების სრული მობილიზებით მეც ამ ოპტიმიზმის თავდაჯერებულობა გადმომედო.

 

იცით, რომ მანამდე რეაბილიტაციაზე გერმანიაში ვიყავი ერთი თვით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ მას აბსოლუტურად არაფრით ჩამოუვარდება წყალტუბოს ეს მშვენიერი გამაჯანსაღებელი ცენტრი Be Healthy - Balneological Resort & Spa

 

არ ვიცი ამ წყალს მართლაც აქვს უნიკალური განმკურნავი თვისებები თუ არა, მაგრამ ამგვარ ეფექტს რომ ახდენს ყველა სხვა პროცედურებთან და არ დამეზარება ასჯერ გავიმეორებ სრულიად ფანტასტიურ კოლექტივთან ერთად უდავოა!

 

აღფრთოვანებული, წყალტუბოზე შეყვარებული და ასეთი მარგალიტის ჩვენს სამშობლოში აღმოჩენით ამაყი დავბრუნდი თბილისში.

 

პოსტ-კოვიდ რეაბილიტაციის კურსი რომელსაც ეს ცენტრი გვთავაზობს ნამდვილად ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია და თანაც გერმანიისა და სხვა ქვეყენებისგან განსხვავებით აქ შენიანები დაგხვდებიან მოსაფერებლად და გასამხნევებლად" - წერს თინა ხიდაშელი. 

წაკითხვა 435 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.