April 26, 2024

"თუ ვინმე სხვა გამოჩნდა მათ "ბუდეში" ერთიანდებიან და ანადგურებენ" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ხუხაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართულ პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობასა და პოლიტიკოსებზე წერს:

"არსებობს სიმბიოზები, რომლებიც ბუნებრივი ანტაგონისტები არიან, მაგრამ ერთმანეთს კვებავენ და ასაზრდოებენ.

 

მაგალითად ბუ, რომელიც თავის ბუდეში აცხოვრებს გველს, იმ მიზნით, რომ მან გაანადგუროს მწერები, რომლებიც ბუს ბარტყებს მის მიერ მოპოვებულ საკვებს უჭამენ.

ასეთი სიმბიოზი ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში - ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ კვებავენ და ასაზრდოებენ და თუ ვინმე სხვა გამოჩნდა მათ "ბუდეში" ერთიანდებიან და ანადგურებენ.

რეალურად, თუ ვინმეს არ მოსწონს აწმყო და წარსული და სურს ამ მანკიერი სიმბიოზის ტყვეობიდან გამოსვლა, უნდა გააკეთოს ალტერნატული არჩევანი, რადგან ამ ორიდან ვისაც არ უნდა მისცეს ხმა, უნდა ესმოდეს, რომ ირჩევს ორივეს…", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 376 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.