May 2, 2024

"კიდევ ერთი ილუსტრაცია რიცხვებში, თუ რატომ დასავლეთი, დემოკრატია და არა ერთპარტიული მმართველობა და ოლიგარქია"

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"კიდევ ერთი ილუსტრაცია რიცხვებში, თუ რატომ დასავლეთი, დემოკრატია, ინსტიტუტები, კოალიცია და არა ერთპარტიული მმართველობა და ოლიგარქია.

 

რამდენიმე დღის წინ დანიის მთავრობამ (კოალიციურმა!) განაცხადა პანდემიის დასრულების და ყველა შეზღუდვის მოხსნის შესახებ.

 

ფბ მეგობრებისთვის, თუ როგორ გამოიყურება კიდევ ერთი განვითარებული დასავლური ქვეყანა და ტრადიციული შედარება საქართველოსთან.

 

დანიის ტერიტორია (გრენლანდიის გამოკლებით) საქართველოზე თითქმის ორჯერ მცირეა (43,094 კვ. კმ.), ხოლო მოსახლეობა 5,9 მილიონი (საქართველო 3,7 მლნ.).

 

დანიაში საშუალო თვიური ხელფასი 22,000, ხოლო პენსია 6,000 ლარია. ჩვენთან ეს მაჩვენებელი 1,328 და 240 ლარია.

 

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დანიაში - კაცი 80 წელი, ქალი 84 (საქართველო: კაცი 69, ქალი 78).

 

დანიაში კოვიდით სულ გარდაიცვალა 2,634 ადამიანი (453 ადამიანი მილიონ მოსახლეზე). ჩვენთან სულ 8,664 (2,341 მილიონ მოსახლეზე.

 

ეკონომიკაზე აღარ დაგღლით რიცხვებით, მხოლოდ გეტყვით, რომ დანიური სათამაშოების მწარმოებელი ლეგოს გაყიდვები 2 ჯერ მეტია ($7 მილიარდი), ვიდრე ჩვენი ქვეყნის მთლიანი ექსპორტი.

 

პ.ს. სულ ექსპორტი 226 მილიარდია (ჩვენთან 3.5) , დანიის ბიუჯეტი 170, ჩვენი კი, 5 მილიარდია,"- წერს გიორგი ქადაგიძე.

წაკითხვა 335 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.