May 2, 2024

პატრულს გამოვიძახებ, დღეიდან უკვე დაგაპატიმრებს ძარცვისთვის - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაბრუნებას ურჩევს. 

 

"თეა წულუკიანი, მიკროფონი დააუბრუნე და ემას მიესალმე, ეემააას.

 

p.s თორემ პატრულს გამოვიძახებ. რა გგონია, დღეიდან უკვე დაგაპატიმრებს ძარცვაზე. ამიტომ დროზე ქენი" - წერს გვარამია.

 

22 ივნისს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე იმყოფებოდა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ახტაჯანა უწოდა. წულუკიანმა თეატრის რეაბილიტაციისთვის მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე მადლობა ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, მოგვიანებით მადლობის გადახდისკენ ჟურნალისტს ემა გოგოხიასაც მოუწოდა.

 

მომხდარის შემდეგ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიკროფონს არ დააბრუნებს და ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ საზოგადოებას "მთავარი არხის" მიკროფონით უნდა აცნობოს. 

 

25 ივლისს კი თეა წულუკიანმა თქვა, რომ "მთავარ არხს" მიკროფონს 3 ოქტომბერს დაუბრუნებდა, მას შემდეგ, რაც არჩევნებში, მისი შეფასებით "მავნებლური" ძალა, "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდებოდა. 

წაკითხვა 390 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.