May 19, 2024

ყველა გადაწყვეტილება კონსესუსს ეფუძნება - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში იმუნიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ წერს: 

"50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ ნებისმიერი ვაქცინით (სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი).

- მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაიტარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც მოგზაურობა სხვადასხვა მიზნით ხშირად უწევთ, ევროკავშირის ან აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ ანუ ვისაც სინოფარმი/სინოვაკი აქვს გაკეთებული და აუცილებლად სჭირდებათ ფაიზერით აცრა, შეიძლება მისი გამოყენება ბოლო ვაქცინაციიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.

- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, "ფაიზერით" აცრა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი.

პ.ს. იმუნიზაციის საბჭოს ბევრ წევრს ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება აღნიშნულ სქემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კოლექტიური ორგანოა და შესაბამისად,  ყველა გადაწყვეტილება კონსესუსს ეფუძნება. აიცერით და იყავით მაქსიმალურად დაცული!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაკითხვა 279 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.