May 4, 2024

"ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე" - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო მთლიანად "ფაიზერის" ვაქცინაზე უნდა გადავიდეს.

 

ამასთან, პროფესორის თქმით, საზოგადოებამ რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა დაიცვას.

"ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინა!

მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობრებს - პოლონეთის მთავრობას!

ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე (როგორც მეზობელი თურქეთი და მთელი ევროპა), რაც შეიძლება მალე, დღესვე ჯობია!

ეფექტური ვაქცინაცია იწყება მაშინ, როცა პროცესი არის მარტივი, გასაგები და ხელმისაწვდომი!

გზავნილი ყველგან უნდა იყოს მარტივი:მოსახლეობის 90% უნდა აიცრას ფაიზერის ვაქცინით მწარმოებლის მიერ დადგენილი დოზებით და ინსტრუქციით (ქართული ექსპერტების ინსტრუქციები არ გვინდა, რა);სამედიცინო პირბადე უნდა გახდეს სავალდებულო ყველგან და ყოველთვის;2-მეტრიანი დისტანცია უნდა იქნეს დაცული ყველგან და ყოველთვის;ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 337 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.