May 4, 2024

"გამოყენება შესაძლებელია ინფიცირების პირველივე დღეებში" - ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

 

ამასთან ექიმის თქმით, ვერანაირი სამკურნალო საშუალება ვერ ჩაანაცვლებს პრევენციას და ვაქცინაცია, მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან ერთად პანდემიის დასრულების გარანტია იქნება.

"მოლნუპირავირი"  ბრიტანეთში მკურნალობის სტანდარტი გახდება. მალე ამერიკაშიც ველით ავტორიზაციას.

მედიკამენტის უპირატესობაა ტაბლეტირებულ ფორმაში გამოყენება. გამოყენება შესაძლებელია ინფიცირების პირველივე დღეებში და ამცირებს დაავადების დამძიმების ალბათობას.

ცხადია, ვერანაირი სამკურნალო საშუალება ვერ ჩაანაცვლებს პრევენციას.

ვაქცინაცია, მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან ერთად ნამდვილად იქნება პანდემიის დასრულების გარანტია.

P.S. პანდემიის დასრულებასთან ერთად იმედია იმაზეც ვიფიქრებთ, რომ ზოგადად, ადამიანებად დავრჩეთ და სულ მცირედი, სხვისი სიკვდილით სიამოვნებას არ ვიღებდეთ", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 286 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.