May 4, 2024

"სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს, ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო"

“სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც დარწმუნებით გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს დილის 6 საათიდან მოყოლებული ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო” – წელს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

 “რას ნიშნავს მახსოვს 7 ნოემბერი? 


მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს რომელიც იმ დღეს განვიცადეთ? იმ ადამიანების სიძულვილს ვინც 7 ნოემბერი დააყენა?


თუ მეხსიერებიდან იმ იდეის ვერ გაქრობას, რომ მუდამ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ვერასოდეს, ვერც ერთმა ხელისუფალმა, ვეღარ გაგვიბედოს 7 ნოემბერი?

 

უკომპრომისო ვიყოთ ძალაუფლებით გარყვნილთა მიმართ?


– სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც დარწმუნებით გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს დილის 6 საათიდან მოყოლებული ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო, რომ უფრო მაგრად უნდა ვეცემეთ და ტელე იმედიც კიდევ ადვილად გადარჩა, იმიტომ რომ თურმე რუსული ამბოხი იყო ქუჩაში, რომ ზონდერების მარში თბილისის ქუჩებში “ბადრის რა” ძახილით, სამშობლოს სიყვარულით ანთებული პატრიოტიზმის გამოვლინება იყო 

 

იგივე ადამიანები, მეორე წუთს თუ 5 ივლისის გამო ცრემლებს დაღვრიან და სოლიდარობას მოითხოვენ, ბუნებრივია მოკავშირეებს ვერ გაიმრავლებენ;

 
– ზუსტად ასევე საშიში არიან ის ადამიანები მრავლისმეტყველი, ჭკუის დამრიგებლური გამოხედვით რომ გეტყვიან მართლა გჯერათ რაც გესმით 5 ივლისზეო? ან ნუ მკრეხელობთ და ნუ ადარებთ ამ ორ მოვლენასო და სხვა.
იცით რატომ არ გამოვიდა სახელმწიფო აქ და აქამდე?

 

სწორედ ამ “ღირსებისა” და “პატრიოტიზმის” საბურველში გახვეული ფარისევლობის გამო. სწორედ იმიტომ, რომ არც 7 ნოემბრის და არც 5 ივლისის დაზარალებულის თუ ჭირისუფლის უმრავლესობა არ გმობს ამ დღეებს ჰუმანიზმის, ადამიანის სიყვარულის, დემოკრატიის, თავისუფლების იდეის ხელისუფალთა მიერ დახრჩობის მცდელობის გამო.

 

უმრავლესობისთვის ეს მისი პირადი შურისძიებაა, პირადი ვენდეტა მათი აზრით ცუდი კაცების და ცუდი ქალების წინააღმდეგ და სხვა არაფერი.


სწორედ ამიტომ 7 ნოემბრის სახელით მოვაწყობთ 5 ივლისს, 5 ივლისის სახელით მორიგ 7 ნოემბერს და ამ ბოროტების, კაცთ მოძულეობის და სახელისუფლებო ძალადობის მანკიერი წრიდან კიდევ დიდ ხანს ვერ გამოვალთ.
სწორედ ამიტომ კიდევ დიდხანს შევაჯიბრებთ “ჩვენს” და “სხვის” მსხვერპლს ….

 

საბოლოო ჯამში კი ეს სახელმწიფო, საქართველო რომ ჰქვია, მუდამ მსხვერპლად შეწირული იქნება,” – წერს თინა ხიდაშელი.

წაკითხვა 385 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.