"კოვიდი არა - რეჟიმი კლავს" - ზაზა ბიბილაშვილი

11 212 გარდაცვლილი. თერთმეტი ათას ორას თორმეტი. მეშვიდე ადგილზე ვართ მსოფლიოს ორას რაღაცა ქვეყანას შორის კოვიდ სიკვდილიანობით. კოვიდი არა - რეჟიმი კლავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.

 

"კლავს იმით, რომ ფულსა და რესურსს სისხლიან ბილბორდებში ხარჯავს და არა საყოველთაო აცრის კამპანიაში. 

 

იმით, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირით გვეუბნება, აცრა პანაცეა არ არისო.

 

იმით, რომ შეგნებულად დგას სიბნელეზე და სიბნელესთან დაპირისპირებას ურჩევნია, ადამიანები კვდებოდნენ, ოღონდ თავად დარჩეს ხელისუფლებაში.

 

იმით, რომ თავად ყოველდღიურად თავად გვიჩვენებს დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობისა და ადამიანის სიცოცხლის დაუფასებლობის მაგალითს. 

 

იმით, რომ რაც უარესად არის ხალხი, მით მეტს იპარავენ ისინი, მილიარდობით ვალს კი ჩვენ შვილებს უტოვებენ გასასტუმრებლად. 

 

11 212 !  კოვიდ გენოციდია ჩვეულებრივი.

 

2008 წლის ომზე 20-ჯერ(!) მეტი ადამიანია დაღუპული. და არ მთავრდება ეს ჯოჯოხეთი. რადგან არაფერს ცვლიან. საერთოდ არაფერს. 

 

და თითქმის არავინ კითხულობს, ამათგან რამდენი ათასი იქნებოდა დღეს ცოცხალი და საღსალამათი - ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები - ქვეყანა რომ რუსულ ოცნებას არ ჩაეგდო ხელში 9 წლის წინ,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 606 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.