April 27, 2024

"აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი"

ადამიანებში, ვინც ვაქცინირებულები არიან და დაინფიცირდნენ კოვიდით, პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრა არის ერთ-ერთი გარანტორი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

 

,,ათიათასობით ადამიანში ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ადამიანები, ვინც ვაქცინირებულები არიან და დაინფიცირდნენ კოვიდით, პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება.

 

ეს არის უდიდესი ახალი ამბავი. ჩვენ ვიცით, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ის რთული პროცესი, რომელსაც ადამიანები გადიან კოვიდის შემდეგ.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომელიც 200-მდე სხვადასხვა ტიპის სიმპტომს უტოვებს ადამიანს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი მეგობრების უფლებებს!” – განაცხადა ფხაკაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

წაკითხვა 481 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.