May 2, 2024

"გავრცელების უფრო მაღალი ტემპია" - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ წერს:

"ომიკრონის" შტამით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა, გაერთიანებულ სამეფოში, ორმაგდება 1.6 დღეში. გავრცელების უფრო მაღალი ტემპია ვიდრე სამხრეთ აფრიკაში. ლონდონში შემთხვევების 49% უკვე "ომიკრონით" არის გამოწვეული და ერთ კვირაში ჰოსპიტალიზაციაც 30%-ით გაიზარდა.

 

სახლიდან მუშაობა, პირბადე დახურულ სივრცეში, კარგი განიავება და მასობრივი თავშეყრების აკრძალვა.იმედია, საქართველო იმას მაინც გააკეთებს რომ კორპორატიულებს არ ჩაატარებს ამ აუცრელ ქვეყანაში", - წერს ზაზა წერეთელი.

წაკითხვა 242 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.