May 17, 2024

"ჩვენ სტატისტიკა არ ვართ, რომ არჩევნებზე და აქციებზე ვიაროთ, როცა დაგვიძახებენ, რათა მერე ციფრებში ავისახოთ"

ვისაც კითხვებზე პასუხი არ აქვს, ის ცდილობს, კითხვების დასმა აკრძალოს. 

ვინც არგუმენტებს არგუმენტებით ვერ უპირისპირდება, ის ცდილობს მოწინააღმდეგე გააჩუმოს. 

თუ ვერ აჩუმებს, მაშინ მისი მსმენელი მაინც დააბნიოს, "- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.

 

"30 წლის წინ იყო ასეთი ლოზუნგი: "ძირს შევარდნაძე-გამსახურდიას ბინძური ალიანსი!" 

ვინც ამას ამბობდა, ყველა შევარდნაძის და კაგებეს კადრი აღმოჩნდა (ვინ იფიქრებდა?).

დღეს რამდენიმე ეგეთს ისევ მადლობებს ვუხდით და ვაპიარებთ. ელექტორალური წონა ნული აქვთ და ალბათ რაღაც სხვა ღირებულებაა მათში.

...და რა ღირებულება?!

 

ისევ კითხვამდე მივედით. 

 

დავსვათ? - არ დავსვათ? იქნებ "ახლა ამის დრო არაა"? იქნებ "ახლა ასეა საჭირო"?

 

სინამდვილეში, არ არსებობს პოლიტიკური თემა, რომელზეც დისკუსია შეუძლებელია. 

 

სადაც აზრის გამოთქმას კრძალავენ, იქ დემოკრატია ვერ იქნება. სადაც გეუბნებიან, დადუმდით და დაელოდეთო, იქ პატივს არ გვცემენ, როგორც მოქალაქეებს. 

ჩვენს მაგივრად ვერავინ იფიქრებს. არც აქვს უფლება, იფიქროს. 

 

ჩვენ სტატისტიკა არ ვართ, რომ არჩევნებზე და აქციებზე ვიაროთ, როცა დაგვიძახებენ, რათა მერე ციფრებში ავისახოთ.

ჩვენ მოქალაქეები ვართ. ისეთივე უფლებებითა და პასუხისმგებლობით საკუთარი აწმყოსა და მომავლის წინაშე, როგორიც ისინი, ვინც კითხვების დასმას კრძალავს,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 340 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.