May 17, 2024

"ყნოსვის დაკარგვა, შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ვირუსმა შეაღწია ტვინში"- აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი და ყოფილი დეპუტატი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის დამაზიანებელი ეფექტისა და ვაქცინაციის საჭიროების შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"ვაქცინაციის ალტერნატივად ვინც მოიაზრებს "ბუნებრივ"იმუნიტეტს კოვიდის გადატანის შედეგად (ასეთი ადამინების რაოდენობა ჩემს ირგვლივ არცთუ ცოტა აღმოჩნდა), მათ საყურადღებოდ: საყოველთაოდ ცნობილი ერთი შეხედვით "უწყინარი" სიმპტომი: ყნოსვის დაკარგვა, შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ვირუსმა შეაღწია ტვინში, მის იმ უბანში, რომელიც აკონტროლებს ასევე სუნთქვას და გულისცემას, როგორც ამას მეტყველებს კომენტარებში მოცემული კვლევის შედეგები.

 

უფრო ზოგადად, რატომ უნდა დავაყენოთ ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები და მათი ტვინი, ამ ვერაგი ვირუსით, რომელსაც აქვს უნარი ორი გზით შეაღწიოს ტვინში: ყნოსვის ნერვის და ასევე სისხლის მიმოქცევის სისტემით, - მუდმივი და განმეორებითი ინფიცირების საფრთხის წინაშე, აცრით გენერირებული დაცვის გარეშე?" - წერს ზოიძე.

წაკითხვა 364 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.