May 17, 2024

“ომიკრონის” გავრცელება, სავარაუდოდ, ყოველდღიურად გასამმაგებული იქნება"

საქართველოში "ომიკრონის" შტამის დადასტურებას ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"როდემდე არ უნდა დამიჯეროთ?!

ჯანდაცვის სისტემის ჩემზე ჩაბარებას ვერავინ გაბედავს, არც ვითხოვ და ამის ამბიცია რომ არ მაქვს, ეს ყველამ კარგად ვიცით.

დღეს არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა უნდა გადაიდოს მინიმუმ 3-4 თვით

კოვიდის “ომიკრონის” ვარიანტის გავრცელება, სავარაუდოდ, იქნება ყოველდღიურად გასამმაგებული -- ანუ 10-30-90 და ასე შემდეგ

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ;

დაიცავით დისტანცია ;

გაიკეთეთ ფაიზერის ბუსტერი..."- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 556 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.