"ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი"
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით წერს:
"ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი.
ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.
გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს.
ფასი - 1,5 მილიარდი დოლარი. გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს. ფასი - ბნელი მომავალი + სავარაუდოდ, 1,5 მილიარდი დოლარი. ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
სიახლეები
- "საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად" - თაკო ჩარკვიანი
- "ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია" - გიორგი გახარია
- "არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია"- ბუდუ ზივზივაძე
- Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შს სამინისტროს ვებგვერდი გატეხა
- "არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყანა, თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას, არა რუსეთს!" - გიორგი ქოჩორაშვილი