"ჩადი უკრაინაში და თქვი რომ, დღეს იქ იგივე ხდება, რაც 2008-ში აქ მოხდა" - ჯაფარიძე ღარიბაშვილს მიმართავს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ღიად გამოუცხადოს მხარდაჭერა უკრაინას, ჩავიდეს იქ და თქვას, რომ ის, რაც ახლა ხდება, საქართველოში იგივე 2008 წელს მოხდა:

 

"გერბზე რომ გვიწერია 'ძალა ერთობაშია', ეგ მარტო ჯოკერში 'პარა-პარაზე' ვრცელდება?ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი რომ დღეს იქ იგივე ხდება რაც 2008-ში აქ მოხდამიუხედავად ყველაფრისა ისტორიული შანსი გაქვს გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერიდა ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზემერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელსგანსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაშიან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავსმთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკაჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს," - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 295 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.