"გადაალახინე დაცემის შიში შენს შიგნით პატარა, ბრაზიან ვოვას და ეს პირველი ნამდვილი გამარჯვება იქნება"

როცა შენი ავტორიტეტი ღრენაზე, ბღვერაზე და მუქარაზე დააფუძნე, უკან დახევა განსაკუთრებული გამბედაობაა, რადგან  ამის იქით არაფრისთვის ჩაგიყრია საფუძველი და ერთბაშად ყველა დიდების ჩამოშლის შიშს გრძნობ საკუთარ თავთან, თორემ ირგვლივ ყველა ამოისუნთქებს, რომ შენ გაიმარჯვე შენს მუდმივად გაბრაზებულ თავზე, რომელსაც ღიად რომ არაფერი ავნო, ბრაზს სხვებისკენ მიმართავ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.

 

"ხოდა თუ პუტინი შეძლებს და სრულად გააუქმებს საომარ ჭინთვებს, რაც რომ ასე სასაცილოა 21-ე საუკუნეში, მათგან, ვისაც პლანეტაზე ზესახელმწიფოდ უნდა იწოდებოდეს, პირველად გამოავლენს, რომ ჭკუაც იმაზე მეტი ჰქონია, ვიდრე მოუჩანს და ნამდვილი გამბედაობაც. აგრესორის მამოძრავებელი ფუნდამენტური გრძნობა ყოველთვის შიშია. რაღა დროს შენი სათამაშოების მტვრევაა, ამ ასაკში უკვე  ლეგოებს უნდა აწყობდე და აღარ შლიდე. გადაალახინე დაცემის შიში  შენს შიგნით პატარა, ბრაზიან ვოვას და შეიძლება ტაშის ხმა არ მოგესმას შენი დამქაშებისგან, მაგრამ რეალურად ეს პირველი ნამდვილი გამარჯვება იქნება. ასე ხდებიან შეშინებული ბავშვები დიდი ბიჭები. 

 

ვის ველაპარაკები? ვოვა, არ მისმენ ხო?"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

წაკითხვა 543 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.