"ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ საქართველოზე! არადა საფრთხე დიდია!" - თენგიზ ფხალაძე

ეს დღეები ყველა უკრაინაზე ვლაპარაკობთ. რაღაც საკითხებში ვთანხმდებით, რაღაცაში-ვერა, მაგრამ მაინც განვიხილავთ!

სამწუხაროდ არ, ან ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ საქართველოზე! არადა საფრთხე დიდია!  - ამის შესახებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე წერს.

"დღეს ყველა: ხელისუფლება, ოპოზიცია,  ექსპერტები თუ აკადემიური წრეები, უკლებლივ ყველა, ერთად უნდა ვისხდეთ და განვითარების შესაძლო სცენარებს განვიხილავდეთ, ვგეგმავდეთ ქმედებებს ქვეყნის შიგნით და გარეთ. კვლავაც ვიმეორებ: საფრთხე დიდია!

 

ამ დროს, სხვა ქვეყნებში, პოლიტიკოსებიც და ექსპერტებიც ჩვენზე მსჯელობენ. რამდენიმე ასეთ დისკუსიაში მეც მომიწია მონაწილეობამ. სხვები მსჯელობენ ჩვენზე და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ?! მართლა გასკდა გული ჩვენი პოლიტიკანობის შემხედველი! ერთმანეთთან ბრძოლით გართულები შორიდან იმ ჭიანჭველის ბუდეს ვგავართ, სადაც ყველა ერთმანეთს ჭამს, ამ დროს კი ამ ბუდეს ნიაღვარი მისდგომია და ლამის ერთიანად წალეკოს! 

 

მახსოვს, 2008-ში რამდენიმე კაცმა მოსალოდნელ ომზე ხმა რომ ამოვიღეთ, სულ “პანიკიორი” გვეძახეს და დაგვცინეს. ახლაც ასევე შეგიძლიათ მეძახოთ “პანიკიორი"… კი ბატონო, მაგრამ მთავარია განვიხილოთ ეს თემა. ბედნიერი ვიქნები, თუ მცდარი აღმოვჩნდები!

 

ჩათვალეთ, რომ ეს ღია მიმართვაა მთელი პოლიტიკური სპექტრის, პირველ რიგში კი ხელისუფლებისადმი! არის რაღაც, რაც ყველას ერთად დგომას მოითხოვს. გადავდოთ სხვა ყველაფერი გვერდზე და ვილაპარაკოთ ყველაზე მთავარზე - როგორ ავაცილოთ ქვეყანას საფრთხე, რომელიც ყოველდღიურად უფრო აშკარა ხდება და მხოლოდ ერთიანობით თუ გავუმკლავდებით!

 

დღეს მართლაც ქვეყანაა გადასარჩენი, ერთმანეთის დაჭმას კი სხვა დროსაც მოვასწრებთ!"- წერს თენგიზ ფხალაძე.

 
წაკითხვა 252 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.