May 4, 2024

"ამჯერად მთელმა მსოფლიომ დაინახა იმპერიის სისხლიანი თვალები" - კახა ლომაია

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოციალურ ქსელში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 "ტრაგედია და ტრიუმფი

 

პირველი, ვინც 21-ე საუკუნეში იარაღით ხელში გაბედა რუსული მონსტრისგან საკუთარი თავისუფლება დაეცვა, „ვარდების რევოლუციის" საქართველო იყო.

 

უკრაინა მეორეა. ოღონდ ამჯერად მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რასაც 14 წლის წინ მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მეგობრების ვიწრო წრე ვხედავდით: იმპერიის სისხლიანი თვალები.

 

მაშინ ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ გადავრჩით. მსოფლიომ არ დაუშვა ჩვენი წაშლა მსოფლიო რუკიდან. და აპატია რუსეთს.

 

ახლა ასე აღარ იქნება. დამარცხებული ვეღარ გადარჩება. მსოფლიო აღარ დაუშვებს დამარცხებულის პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებას. დამარცხებული უკვე ცნობილია. ჰააგის საკნებს მათი სახელები დღეს დილით მიაწერეს.

 

რამდენიმე საათში დასავლეთი დაიწყებს მსოფლიო ქსოვილიდან რუსული იმპერიის ავთვისებიანი სიმსივნის ამოჭრის მტკივნეულ ოპერაციას.

 

ტრაგედია ტრიუმფით დასრულდება. უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

 

დიდება გმირ უკრაინელ ხალხს!"- წერს კახა ლომაია.

წაკითხვა 715 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.