May 2, 2024

"ასეთი სასტიკი ფორმით ხოცავენ ხალხს, ბავშვების ჩათვლით" -ნათია ფანჯიკიძე

მარიუპოლში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალი გადაუკეტეს, ქალაქი ალყაშია, საკვები ვერ შედის, გარდა დაბომბვისა, ასეთი სასტიკი ფორმით ხოცავენ ხალხს, ბავშვების ჩათვლით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს. 

"ამის მომსწრე ვართ და ზოგიერთი  ქართული კომპანია ბაზრის შენარჩუნებას ტირის რუსეთთან. სახარების თანახმად მხოლოდ ერთხელ ავლენს ქრისტე მრისხანებას და მხოლოდ ვაჭრებს ყრის ტაძრიდან. სულით ვაჭრებს, რა თქმა უნდა, ბიზნესმენობა ბოროტება არაა თავისთავად,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეს დაახლოებითი რიცხვია. ასევე გაურკვეველია, საუბარია სამოქალაქო პირებზე, თუ მათ შორის არიან სამხედროები.

უკვე რამდენიმე დღეა, მარიუპოლი რუსეთის ძალების ალყაშია მოქცეული. ქალაქი ინტენსიურად იბომბება. მარიუპოლში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, წყლისა და მედიკამენტების უკმარისობას განიცდის.

წაკითხვა 303 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.