April 27, 2024

„გმირებს გმირობას როგორ დააყვედრებთ?!" - თაკო ჩარკვიანი

“ხელისუფლებავ, რა ხდება, სხვათა ვაჟკაცობის შეგშურდათ და თან პუტინის საამებლად იქცევით? რა "პატარები" ხართ!” - ასე მიმართავს ხელისუფლებას პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი.

ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლებისადმი შესაბამისი დამოკიდებულება არ გამოავლინა.

 

„გმირებს გმირობას როგორ დააყვედრებთ?! და რომ არ მისცემთ გმირობას აღარ იქნებიან გმირები? აბა რა ხდება, პუტინს უგზავნით მესიჯს, რომ უკრაინაში ვინც იბრძვის თქვენ მათ სჯით! ასეა ხომ?

 

ჰოდა “ხელისუფლებავ,” დაიმახსოვრეთ, რომ ჯაბანი ხალხი ხართ, ლაჩარი... და ლაჩარი კაცი გმირს ვერასდროს დასჯის, რადგან ერთი დიდი საკაცობრიო უპირატესობა უკვე აქვთ გმირებს, მათ სიკვდილი დაამარცხეს უკვდავებით, მარადისობით!“ -წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისათვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სამი ქართველი მოხალისე დაიღუპა. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ირპინის ფრონტზე დაიღუპნენ, როდესაც უკრაინის დედაქალაქს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემოჭრისგან იცავდნენ. 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავა დაღუპვის შესახებ. ჩიქობავა, ქალაქ მარიუპოლის დაცვისას გარდაიცვალა.

წაკითხვა 255 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.