April 27, 2024

"ზელენსკიც მგრძნობიარეა და ჩვენგან განსაკუთრებით სწყინს, ამიტომ გაიწვია ელჩი"

ქართველები ძალიან მგრძნობიარეები ვართ. უცებ გვწყინს. როგორც ჩანს, ზელენსკიც მგრძნობიარეა და ჩვენგან განსაკუთრებით სწყინს, ამიტომ გაიწვია ელჩი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.

"ცივ გონებაზე, მე არ გავიწვევდი, ომის საშინელებით ფსიქიკა შეცვლილი, ალბათ მეც გავიწვევდი. ზელენსკის ესმის, რომ უკრაინის ხარჯზე ჩვენც ვთავისუფლდებით და ახალი ისტორიული, ჯერ არ მოცემული შანსები გვეძლევა, თანაც უომრად. მხოლოდ პოზიციის მკაფიოობაა საჭირო და ესეც ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ. რუსული მესიჯებით ეწევიან ზელენსკის დისკრედიტაციას მათი ტროლებიც, მღვდლებიც, რიგითი ოცნებისტებიც. მიუხედავად იმისა, რომ ათას მადლობას გვიხდის ქართველ ხალხს, ჩვენც ვხედავთ, რომ მთავრობის ოფიციალური განცხადებები არის ცრუქუცული, აი ეშმაკობასაც რომ ვერ დაარქმევ, მშიშრული, არაპროფესიონალური, არა იმ მთავრობის და იმ ერის, ვისაც თავისუფლება უნდა. სისხლით მორწყულ თავის ქვეყანას რომ უყურებს, ადამიანურად სრულიად გასაგებია, რატომ აქვს პროტესტი, არ გვასარგებლოს იმ მომავლით, რომლისთვისაც თვითონ ეწამებიან,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

 

„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია მაროკოდან.

წაკითხვა 270 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.