April 27, 2024

"დრო გვაჩვენებს, ვინ რა ვალდებულების ამღებია თავის თავზე!"

ლეგენდად ქცეული მარიუპოლი გმირულად დგას ბოლომდე! ქუჩის ძალიან მძიმე ბრძოლებში ჩვენები ანადგურებენ ფაშისტებს! ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ისეთ შეიარაღებას მიაწვდიან უკრაინას, რაც მარიუპოლს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

 მისი თქმით, ყველა დიდი ქალაქი ასევე მაგრად დგას! 

 

"ფაშისტებმა დაიწყეს დამატებითი ძალების, მათ შორის კიევის და ჩერნიგოვის მიდამოებიდან, გადასროლა დონბასისკენ! უახლოეს დღეებში მაგრად დაცხება დონბასში! მანამდე კი ჩვენებმა მარტო გუშინ გაანადგურეს 10 ტანკი, 18 ჯავშანმანქანა, 15 საარტილერიო სისტემა, 1 თვითმფრინავი, 3 უპილოტო და 1 ფრთოსანი რაკეტა! ზედ დააყოლეს კიდევ ერთი მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, ათობით მაღალი რანგის ოფიცერი და 200 ორკი! 

 

ბუნკერში ჩამალულ დიქტატორ პუტინს არ მისდიოდა ზუსტი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ! რამდენიმე არმიის გენერალი მოხსნილი და დაპატიმრებულია! 

 

არცერთი სანქცია არ მოიხსნება, ვიდრე ბოლო ფაშისტი არ დატოვებს უკრაინას! ამას ამბობს ბორის ჯონსონი! იმავეს ამერიკის ადმინისტრაცია! ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ პირიქით კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები! ევროკომისიაც ამზადებს ახალი სანქციების პაკეტს! 

 

მთავარი მომლაპარაკებელი დავით არახამია პირდაპირ ამბობს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სრულ კოორდინაციაში სამხედროებთან! რაც არ მოსწონთ, ეგრევე ქრება მოლაპარაკების მაგიდიდან!

 

მოლაპარაკებები 1 აპრილს უნდა განახლდეს! არცერთი ნაბიჯი უკან! 

 

ჯერ კიდევ ბუნდოვანებაა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით! დრო გვაჩვენებს, ვინ რა ვალდებულების ამღებია თავის თავზე!

 

რუბრიკების შანტაჟი კრახით დასრულდა პუტინისთვის! 

 

პოლონეთი წლის ბოლომდე საერთოდ უარს იტყვის რუსული ნავთობის შესყიდვაზე და აპრილ-მაისში ქვანახშირზე!

 

პოლონეთი ასევე განიხილავს ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხს! ლუკაშას საქმე ვერაა კარგად! სამ დღეში შეიარაღებით და ტექნიკით დატვირთული ეშელონი გადავიდა რელსებიდან! ჯარსაც ვერ უშვებს უკრაინაში! იცის, აქეთ მოუტრიალდებიან! მის ადგილას ჩაის არ დალევდა კაცი ეს პერიოდი! 

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 262 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.