"უკრაინაში შეყვანილი ურდოს თითქმის მეოთხედი მარიუპოლის აღებას ცდილობს და სინამდვილეში სიკვდილს იღებს"

აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! ჰო გაგახარეს გუშინ ჩვენმა საზღვაო ქვეითებმა, რომ გაარღვიეს ურდოს ბლოკადა და დაუკავშირდნენ ისევ აზოვის ლომებს?! აბა რაა. კიდევ ბევრს გაგვახარებენ. უკრაინაში შეყვანილი ურდოს თითქმის მეოთხედი მარიუპოლის აღებას ცდილობს და სინამდვილეში სიკვდილს იღებს! ლეგენდარული მარიუპოლი გმირულად დგას და იდგება ბოლომდე!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

"გეტყვით, რომ: დღეს გამოაცხადებენ ოფიციალურად დეტალებს, მაგრამ ცნობილია რომ აშშ კიდევ 750 მილიონი დოლარის შეიარაღებას მისცემს, მათ შორის ვერტმფრენებს და საარტილერიო-სარაკეტო სისტემებს! ასევე აშშ არ არის წინააღმდეგი, რომ სლოვაკეთმა მიცეს მიგ 29 თვითმფრინავები ჩვენებს! 

 

ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა დადგა უკვე და ურდომაც ჰაერში კუდი ამოიძუა! ნუ, 1 სუ-25 მაინც დაჯდა #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ს კურსზე. 2 საპარადო საცხრამაისო ტ-80 იც აერთვათ ფაშისტებს, სხვები კი დაბუგეს ჩვენებმა ხარკოვთან! ახლა პოლონელების მიცემული ტ-72 ები რომ ამოიქოქება, ურდო სულ მთლად გაცამტვერდება!

 

როგორც ვამბობდი, პუტინს მოლაპარაკება არ აინტერესებს! არც იქნება! მხოლოდ რუსეთის კაპიტულაცია იქნება! 9 მაისს ვერაფრით იტრაბახებს და მერე კიდე ახალ წყება გენერლებს და მონა ხელქვეითებს დაიჭერს! 

 

აშშ ს პრეზიდენტმაც ახსენა უკვე გენოციდი. გამყარდება ეგ მსოფლიოში და დაისჯება პუტინი, მისი ურდო და მისი ხალხი უკრაინელი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის! 

 

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 265 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.