May 17, 2024

"რუსეთს ახლა მხოლოდ ერთი გზა დარჩა, გაურიგდეს რადიკალურ ისლამს"

ებრაელებზე და ე. ი. ისრაელზე ლავროვის თავდასხმა შესაძლოა სტრატეგიის ნაწილი იყოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი წერს.

"რუსეთი, რომელიც მხარდამჭერების დეფიციტს განიცდის  მოკავშირეებად ირჩევს ირანს, ხეზბოლას, პალესტინასა და ისლამური სამყაროს იმ ნაწილს (თურქეთის კონსერვატიული წრეების ჩათვლით), რომელსაც შეურიგებლად სძულს ისრაელი და ახლა ურჩევნია მკვეთრი ანტისემიტური პოზიციონირებით მათი ერთგულება მოიპოვოს.  ისრაელთან მეგობრობის (ან ნეიტრალობის) ილუზიები, რომელიც რამშტაინის ბაზაზე  შეკრების მონაწილე იყო, მას აღარ აქვს. რუსეთს ახლა მხოლოდ ერთი გზა დარჩა, გაურიგდეს რადიკალურ ისლამს. აქ არ გამოვრიცხავდი პაკისტანს და თალიბებსაც კი (შიიტურ-სუნიტური განსხვავებები ამ პროცესს ხელს არ შეუშლის),"- წერს კახა გოგოლაშვილი.

წაკითხვა 278 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.