May 17, 2024

"თუ ამ ოთხ ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, დამერწმუნეთ, ურთიერთობაც დათბება" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმოიხილავს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

ექსპერტის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ორმაგ თამაშს ეწევა და მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

 

“სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის.

 

ამიტომ, უნდა გამოვიდეთ ამ “ურაპატრიოტული” ტრანსიდან და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმ აღქმის გასაქრობად, რომ ჩვენი ხელისუფლება ორმაგ თამაშებს ეწევა.

 

ეს შესაძლებელია მოხდეს ისეთი წესით, რომ მავანს ერთის მხრივ არ მიეცეს “ომი გინდათ?!” გზავნილით, ხოლო მეორეს მხრივ კოლაბორაციონიზმში დადანაშაულებით სპეკულირების საშუალება.

 

რა შეიძლება გაკეთდეს?

 

დაწესდეს სარკისებრი სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რაც საერთაშორისო ურთიერთობების სტანდარტია.

 

რუსეთის მოქალაქეების და მათი მონაწილეობით არსებული ბიზნესის ანგარიშები დაექვემდებაროს მკაცრ ფინანსურ კონტროლს, შემოსავლების წარმომავლობის და ფინანსური ნაკადების ლეგალურობის კუთხით.

 

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალურად ნამყოფი რუსეთის მოქალაქეები მოექცენ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მოქმედების არეალში. ეს შესაძლებელია გავაკეთოთ, უკრაინის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე.

 

გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტები, რომლითაც ხელმძღვანელობს საბაჟო, საგადასახადო სამსახურები და ეროვნული ბანკი, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად.

 

თუ ამ ეტაპზე თუნდაც ამ ოთხ ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, დამერწმუნეთ, ურთიერთობაც დაიწყებს დათბობას, ევროპაც დარწმუნდება, რომ არ ვცუღლუტობთ და არც ომი დაიწყება,"- წერს გია ხუხაშვილი.

წაკითხვა 509 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.