"ვილოცებ, რომ აზოვსტალიდან გამოსული ყველა მებრძოლი უსწრაფესად დაბრუნდეს უკრაინის ტერიტორიაზე"

გუშინ კიდევ 10-მდე ავტობუსით მოხდა მარიუპოლის გმირი დამცველების გაყვანა რუსების მიერ დროებით კონტროლირებად იელენოვკას ტერიტორიაზე, მაგრამ აზოვსტალში ჯერ კიდევ რჩებიან აზოვის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, 36 ქვეითთა ბრიგადის ხელმძღვანელი ვოლინა და სხვა მებრძოლები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

მისივე თქმით, უკრაინა იმარჯვებს! შინ და გარეთაც! 

 

"მიუხედავად ურდოსტანში ატეხილი პროპაგანდისტული ჭყლოპინისა, რომელსაც ენერგიულად აჰყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებული კრიახისტებიც, მე დღეს, ამ წუთს, ამ წამს, ვიდრე აზოვსტალის ჩვენების მიერ კონტროლის ბოლო საათებია, ჯერ ერთი დავწერ, რომ:

 

ლეგენდარული მარიუპოლი გმირულად სასწაულებრივად დგას!

 

- ვილოცებ, როგორც შემიძლია და ილოცეთ თქვენც რომ აზოვსტალიდან გამოსული უკლებლივ ყველა მებრძოლი უსწრაფესად დაბრუნდეს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე! 

 

- არასდროს დამავიწყდება და ნურც ნურავის დაავიწყდება, რომ თუ ზაპოროჟიე, ხარკოვი ან სულაც კიევი დღეს თავისუფალია, დღეს თუ ყველა ომში გარდატეხაზე საუბრობს, ეს სწორედ ამ მიწაზე მოსიარულე ზე-ადამიანების დამსახურებაა! დიდება გმირებს!

 

უკრაინა იმარჯვებს! შინ და გარეთაც! დონეცკის მიმართულებაზე ახალ-ახალ დასახლებებს ათავისუფლებენ ჩვენები! 

ხარკოვის მიმართულებაზე ისე უტევენ, რომ ურდომ თავისი სასაზღვრო ტერიტორიების დაცვის გაძლიერება დაიწყო!

ლუჰანსკზეც გვიტევდნენ, გვიტევდნენ და ისევ მოხვდათ დინგში!

 

ხერსონის ოლქში ყოველ დღე რუსული ტყვია წამლის მარაგების ფოიერვერკია!

 

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში პარტიზანებმა ურდოს მსხვილი ღლავები გაანადგურეს! 

 

დღეს განახლებულ სტატისტიკაში იქნება 28000 განადგურებული ორკი! დამწვარ ტანკებს და მძიმე ტექნიკას კიდევ მიემატა 20-მდე ერთეული!

 

ზელენსკი ესაუბრა გერმანელ შოლცს და ფრანგ მაკრონს; სიტყვით მიმართა კანის კინოფესტივალს და გააკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება! დღეს დასავლეთის ფრონტზეც ბევრი მაგარი რამე ხდება და აღმოსავლეთისაზეც!

 

ევროკომისია უკრაინის რეაბილიტაციის სტრატეგიულ დოკუმენტს დაამტკიცებს; ასევე საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობის დეტალურ გეგმას! ნატოში ოფიციალურად შევა ფინეთის და შვედეთის განაცხადი! ცნობილია თურქეთის მოთხოვნებიც! 

 

მათხუარი ურდოსები კაპიტულაციისთვის ავტოტრენინგის ტარებას შეუდგნენ, მარა მარგოიე კახპა სიმონიანის დაფეხვილი კურო  ტიგრანჩიკა კეოსაიანი უშნოდ არის შეჩენილი ყაზახებს! აშკარად რაღაც ატკინეს ყაზახებმა ოდესღაც! თუ დააკვირდებით, სულ უფრო უფერული, დაბალ ტონალობაში ჩასული და დრამატული ხდება ურდოსტანის პროპაგანდისტული "პერედაჩები"! აქაურმა ჭყვიტინა პროპაგანდონებმაც რომ გაანალიზოთ, არ გაწყენდათ, იმიტომ რომ:

უკრაინა იმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, დონეცკის მახლობლად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იელენოვკაში​, სასჯელაღსრულების ყოფილი კოლონიაში ჩავიდა.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

წაკითხვა 339 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.