"წკმუტუნიც კი ვერ გაბედა პუტინმა"- ოთარ კახიძე

ფინეთს აქვს 1300 კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან. პეტერბურგამდე სულ რაღაც 200 კილომეტრი აშორებთ. მიუხედავად ამისა, წკმუტუნიც კი ვერ გაბედა პუტინმა დღემდე ნეიტრალური ქვეყნის განაცხადზე ნატოში გაწევრიანების შესახებ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე წერს.

მისი თქმით, რუსეთი ამბობდა, რომ ნატოს შემდგომი გაფართოების შესაჩერებლად დაესხა თავს უკრაინას. 

 

"რა არის ამის მთავარი მიზეზი?

 

პირველ რიგში - ფინეთის ჯარის სიძლიერე და ქვეყნის მზადყოფნა ომისთვის.

 

5.5 მილიონიან ქვეყანას ჰყავს 280 000 მომზადებული და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი და 900 000 რეზერვისტი. სამხედრო ბიუჯეტი შეადგენს 5.8 მილიარდ ევროს, რაც საქართველოს სამხედრო ბიუჯეტზე 20-ჯერ (!) მეტია.

 

რუსეთი თავდასხმაზე მაშინ კი არ ფიქრობს, როცა შენ ძლიერი ხარ, არამედ პირიქით - რაც მეტს დაუთმობ, რაც მეტად დაუხრი თავს, მით მეტად მიეცემა გული, რომ დაგიპყროს და გაგანადგუროს.

 

"აბა ომი გინდათ?" - ხელისუფლება, რომელიც რუსეთს საფრთხედ არ მიიჩნევს, ჯარის შეიარაღების გაზრდაზე, მოსახლეობის საბრძოლველად განწყობასა და ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის მომზადებაზე არ ზრუნავს - ყველაზე მეტად ქმნის ომის საშიშროებას. 

 

ცნობილი რომაული გამოთქმა - Si vis pacem, para bellum - თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის,"- წერს ოთარ კახიძე.

 

შეგახსენებთ, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს, - ამის შესახებ სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

"თბილად მივესალმები ფინეთისა და შვედეთის თხოვნას ნატოში გაწევრიანების შესახებ. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და ნატოში თქვენი გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. განაცხადები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატო-სკენ თქვენს გზებთან დაკავშირებით. ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები გასათვალისწინებელია და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ დასკვნებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

წაკითხვა 467 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 18 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.