May 4, 2024

"თან რაც მეტი ტექნიკა შემოდის, სულ უფრო მაგარი ამბები მოდის!"

უუუხ ისეთი მაგარი ამბებია ჩვენებისგან: - ხერსონის მიმართულებით შეტევა დაიწყეს ჩვენებმა! ერთ-ერთ მიმართულებაზე, ქალაქ ბერისლავთან ურდოსებმა 9 კილომეტრით დაიხიეს უკან! გარბიან თავქუდმოგლეჯილები! მაინც არ აგცდებათ კობზონის კონცერტზე მასოვკაში მოხვედრა!-  ამის შესახებ სოციალურ ქსელში8 ალექსი პეტრიაშვილი წერს.

"აგერ სამხრეთის ფრონტის ერთ-ერთ საშტაბო სამეთაურო პუნქტში "ოკრიბას" ავტოსადგურივით მოქუჩდნენ აფიცერი ურდოსები და გაუშვეს დამსახურებულად კობზონთან! ის საცოდავი, დენიკინის დროინდელი ტ-62 ები ხო გახსოვთ? ხერსონთან განულაგებიათ! მეტი არ აგიდგათ გვერდები, თქვენ ხერსონის დაცვა გაამაგროთ! მაგათ შემხედველი შაშინდა ეტყობა ხერსონის გაულიაიტერი და ჯერ ადრეა რეფერენდუმზე საუბარიო! ვნახავთ ამასაც მალე კობზონის სტადიონზე! 

 

კრივოი როგისკენ სულ მთლად გადელდნენ ჩვენები! კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რაც დაფრინავდა, დადიოდა და დაბობღავდა ურდოსების, ყველაფერი დაადუღეს ჩვენებმა! 60 ორკი, 1 სუ-35 და 19 მძიმე ტექნიკა - ფაფუუ ურდოსებოო! ერთი ათასად! 

 

ლისიჩანსკ-ბახმუტის ტრასა ჩვენია და ჩვენი იქნება! სევეროდონეცკში დინგი შეყვეს ურდოსებმა შემოგარენში და იქამც მოხვდათ! იმის აქეთ ვერ მობობღავენ! არადა ლუგანსკის ადმინ საზღვარზე სხვანაირად ვერ გადიან! შეეგუეთ, რომ აწი და აწი სულ უფრო უარესი ამბები იქნება ურდოსებისთვის! 

 

ვიცი, რომ ბევრნი არიან; ვიცი რომ ბომბავენ, მაგრამ მაგრად დგანან ჩვენი ბიჭები! თან რაც მეტი ტექნიკა შემოდის, სულ უფრო მაგარი ამბები მოდის! 

 

ახლა ცირკი: გუშინ ხო ებაასენ პუტლერს შოლცი და მაკრონი! ამის მერე სირიოჟა ლავროვი გამოდგა და უკრაინაში ნეონაციზმს ... აღვივებენო! აბა თუ გამოიცნობთ, ვინო? ფრანგებიო, ოვეღდოზ სეღჟ. დღეს ევროკავშირის სამიტია! დიდი იმედი არ მაქვს, რომ სანქციების მე-6 პაკეტს მიიღებენ! მამაძაღლი ორბანი ვერც დრუჟბას ნავთობსადენი ჩამოსვეს და ვერც ვერსაიდან, ჯერ კიდევ! ბორელი კი დაპირდა დმიტრო კულებას, დავაჩქარებთ სანქციების მიღებასო! სამიტი და დღესაო! 

 

სამაგიეროდ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაჭრილად თქვა, ომი რომ მორჩება, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტებიო! ოქროს კაცი ანჯეი დუდა! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს! "- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

 

რუსული ძალები სლოვიანსკის მიმართულებით ჯარის გადაჯგუფებას ახორციელებენ, რათა განაახლონ შეტევა იზიუმ-ბარვინკოვეს და იზიუმ-სლოვიანსკის მიმართულებებით, ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთით მდებარე ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერისთვის კი „კა-52” ვერტმფრენის ესკადრონს ამზადებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

 

“სივერსკის მიმართულებით, მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სუმის ოლქის ობიექტებზე ზაფსილიას, მიროპილიას დასახლებების ტერიტორიებზე და ასევე საარტილერიო დაბომბვა კინდრატივკას მახლობლად.

 

ხარკოვის მიმართულებით, მტერმა ცეცხლი გაუხსნა ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს, აგრეთვე რუსკი ტიშკის, ჩერკასი ტიშკის, რუსკა ლოზოვას, პიტომნიკის, ბორშჩოვას და პერემოჰას დასახლებებს.

 

დანაკარგების ლოგისტიკური მხარდაჭერისა და დანაყოფების შევსების მიზნით, მტერმა დროებით ოკუპირებულ დასახლებებში გადაიტანა 250-ზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ჯარების და აღჭურვილობის გადასროლის ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, მტერმა აღადგინა სარკინიგზო ხიდი ქალაქ კუპიანსკთან,"- ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

 

წაკითხვა 241 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.