"ეჭვის მისხალიც აღარ რჩება, თუ ვისი ზურგით შემოიპარა უღირსი და მდაბიო სააკაშვილი"

დაინახეს, რომ ქართველმა ხალხმა თავიდანვე გამოიცნო „მეორე ფრონტის“ ვერაგული გეგმა, ხოლო რეზოლუციის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ბოლომდე გაშიშვლდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გურამ  შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს.

მისი თქმით, ამერიკის ელჩისგან განსხვავებით, პრეზიდენტს ეყო ნამუსის მარცვალი და ჯერ არ გამოვუცხადებივართ რუსეთის პროპაგანდის ნაწილად  ქართველები.

 

„პრეზიდენტი - მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი -  მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ხელისუფლებას შეეგუე და არაფერი მოითხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს“. 

 

ამერიკის ელჩის გუშინდელი განცხადება, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გაამყარა (ნუ, თავის ჭკუაში). დაინახეს, რომ ქართველმა ხალხმა თავიდანვე გამოიცნო „მეორე ფრონტის“ ვერაგული გეგმა, ხოლო რეზოლუციის შემდეგ, მიხვდნენ, რომ ბოლომდე გაშიშვლდნენ. ახლა ცდილობენ, გააუფასურონ და აიგდონ ის, რაც სინამდვილეა. ე.ი. გააყალბონ რეალობა და ისე ჩაგვიდონ თავში, რომ ჩვენვე დავცინოთ, ან სულაც გავექცეთ ამ თემას, აღარ ვილაპარაკოთ.

 

ამერიკის ელჩისგან განსხვავებით, ჩვენს პრეზიდენტს ეყო ნამუსის მარცვალი და ჯერ არ გამოვუცხადებივართ რუსეთის პროპაგანდის ნაწილად  ქართველები, ვინც აშკარად ვხედავთ ომში ჩვენი ძალადობრივად ჩართვის  საშიშროებას. თუმცა, რაც კელი დეგნანმა დაგვაკლო, ქალბატონმა სალომემ  დაგვიმატა. ე.ი. რა გამოდის, ვინც მეორე ფრონტის საშიშროებას ხედავს, რუსეთის პროპაგანდის მსხვერპლია, ან კიდევ ხელისუფლების წნეხის ქვეშაა. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარესი თქვენით გამოიცანით.

 

ეს არის პირდაპირი მითითება  - აწი წავა ამ მიმართულებით ხალხის დამუნათება და ტერორი. სიმართლეს თუ იტყვი, დაგცინებენ, აგიგდებენ, შეგარცხვენენ, როგორც ერთ დროს  იყო - „ქართველობას გვართმევენ“ - ჰა ჰა ჰა,  „სოროსი გვღუპავს“ - ჰი ჰი ჰი, „სამართლიანობის აღდგენა“, „სისხლიანი 9 წელი“, „ასი ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცი“ და ა.შ., დატოვეს რამე? 

 

ახლა ხომ ეჭვის მისხალიც აღარ რჩება, თუ ვისი ზურგით შემოიპარა ყოვლად უღირსი და მდაბიო სააკაშვილი. 

 

პოდოლიაკის და არახამის იმედად რომ არ იქნებოდა, ნათელია.

 

რას ვართ გადარჩენილები! და წინ კიდევ რა გველის, ვინ იცის?!"- წერს რუსუდან შარაძე.

წაკითხვა 507 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.