"ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს" - ანდრია გვიდიანი

„თურმე სისხლის ღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი,“- ასე ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თავის შეკავებას ეკონომისტი ანდრია გვიდიანი. ამის განცხადების საფუძველს ანალიტიკოსს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიერ უკრაინასთან დაკავშირებული განცხადება აძლევს.

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ "უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ", იმის დასტურია, რომ თურმე სისხლის ღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი. 

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ევროკავშირის მიერ დადასტურებული კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც უსწრებს, თურმე არაფერს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს მსჯლობა მიუღებელთან ერთად, ამორალურიც არის,“- წერს ანდრია გვიდიანი და აღნიშნავს, რომ მშვიდობა და მოსახლეობის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა. 

 

„ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად "მოვკვდეთ";

ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება სიცოცხლეა;

ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის მშვიდობა ყველაზე დიდი ფასეულობაა;

ბოდიში, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოში სისხლი უკვე დაიღვარა;

ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს;

ბოდიში, მაგრამ სიკვდილით მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის;

P.S. - მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა. საქართველო აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ მშვიდობით (და არა სისხლით!!!) გახდეს ევროპის ღირსეული ნაწილი,“- წერს ანდრია გვიდიანი.

 

ცნობისათვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.