May 19, 2024

"რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა" - ნიკა მელია

რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა. სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, „რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს“.

 

„არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის – რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას; ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას; კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს; განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პიროებებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს“, – წერს ნიკა მელია.

 

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადება დღეს გაავრცელეს.

წაკითხვა 230 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.