May 20, 2024

"ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები"

"როცა პრემიერი გქვია და ამბობ, რომ ციხეში მყოფი პატიმრების სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არ ხარ, ფაქტობრივად ამბობ, რომ როგორც ხელისუფალი, არ არსებობ," - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უდიდესი ისტორიის და პოტენციალის მქონე ქვეყანას, სიმხდალეს, სიპატარავეს და უთავმოყვარეობას გვაჩვევენ.

 

"ნუ პრინციპში ასეცაა. პატიმრებზე პასუხს არ აგებ, ომში დაღუპული ქართველი გმირების სამძიმარი შენი საქმე არ არის, რუსეთსა და უკრაინას შორის მხარეს ვერ ირჩევ, არაფერი გეხება, რაც სახელმწიფოს მართვასთან და რაიმე ტიპის პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

 

კაცი სახელს ასე ამართლებდეს, იშვიათია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საშიშები არიან ქვეყნისთვის. აქვე, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ღარიბაშვილის შემოქმედება არაა. მისი პირიდან გამოცრილი ყველა სიტყვის ავტორი წერილებს ამოფარებული ბატონი ბიძინაა (რაც ღარიბაშვილს არ ათავისუფლებს მძიმე პასუხისმგებლობისგან).

 

ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ქვეყნის მშვიდობისთვის დაღუპული გმირები ვიღაც საწყალი ბიჭები არიან, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე ხელი უნდა აიღოს, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები და მთავრობამ ყველანაირი პასუხისმგებლობა ყველაფერზე უნდა მოიხსნას. უდიდესი ისტორიის და პოტენციალის მქონე ქვეყანას, სიმხდალეს, სიპატარავეს და უთავმოყვარეობას გვაჩვევენ. რაც უფრო მხდალები, პატარები და უთავმოყვარეოები გავხდებით, მით დიდხანს იქნებიან.

 

ქვეყნის და ხალხის ღირსების ამ შემლახველებს, აუცილებლად უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი არჩევნებზე, თუ მართლა მშვიდობა გვინდა, მშვიდობა, რომელსაც თუ ვინმე უქმნის საფრთხეს დღეს, ოცნებაა, პირველ რიგში, თავისი საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკით,"- წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, „ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს. ასე რომ, მე ნამდვილად ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი“, — ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას იმის შესახებ, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე.

წაკითხვა 239 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 08 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.