"ომი უკრაინაში საქართველოს ომიცაა" - ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"არ გაგიკვირდებათ, რომ ეს დღეები ტრადიციულად იუმორით გაჯერებული არ არის ახალი ამბების დასტა! ყოველ დღე მოდის ახალი ცნობები ჩვენი მებრძოლების დაღუპვის შესახებ! დიდება, მადლობა და მარადიული ხსოვნა ჩვენს უკვე 35 გმირს, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ შეეწირა საქართველოს! და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას! ომი უკრაინაში საქართველოს ომიცაა! ჩვენი ბიჭები და გოგოები იბრძვიან და იღუპებიან, რომ დაამარცხონ კაცობრიობის მტერი პუტლერის იმპერია! მადლობა მათ, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს!  გამარჯვებულები დაგვიბრუნდით სამშობლოში, რომელსაც თქვენ ვერავინ წაგართმევთ! 

 

ფრონტის ხაზებიდან: 

 

აღმოსავლეთში გაწვიმდა ისევ და შეტევის ტემპებმა იკლო. თუმცა ურდოს არტილერია და ავიაცია მაინც ბომბავდა ჩვენების პოზიციებს ავდეევკა, ბახმუტი, სოლედარის მიმართულებაზე. ურდოს პროპაგანდა კი იუწყებოდა რაღაც წარმატებებს, მაგრამ არც იაკივლივკა, არც ოპიტნოე, არვ კურძიუმოვკა და მითუმეტეს არც პავლივკა ურდოს სრული და ზოგან ნაწილობრივისაც კი კონტროლის ქვეშ არ არის! 

 

 

ბახმუტთან დგანან მაგრად ჩვენები. პიკია ალბათ ურდოს მხრიდან არტილერიული დაბომბვების, მაგრამ სიმბოლოდ ქცეული ბახმუტი არ დაეცემა! 

 

გადამდგარი ამერიკელი გენერლების შეფასებებს ახლა აშშ-ს გაერთიანებული შტაბების მეთაურის გენერალ მარკ მილის მოსაზრებაც დაემატა, რომლის თანახმად ზამთრის პერიოდში მიწის ზედაპირის გაყინვისთანავე უკრაინა შეძლებს განაახლოს შეტევითი ოპერაციები! 

 

ლუჰანსკის სვატოვო კრემენნას მიმართულებაზე ახლაც მიიწევენ ჩვენები წინ, მაგრამ ტემპი შედარებით დაბალია! ურდოს კონცენტრაცია აქ ძალიან მაღალია და ამინდებზეც მოგახსენეთ უკვე! 

 

ზაპოროჟიეში აძლიერებს თავდაცვის ზღუდეებს ურდო ისე, რომ არ მიხვდეს ჩვენების არტილერია! მაგრამ სამაგიეროდ ახალი ჩერნობაევკის სერიალის პერსპექტივა ჩნდება ბერდიანსკში. გუშინ, გუშინწინ ორი დღე აზანზარეს ჩვენებმა ურდოს ბაზა! იყო დიდი მიწისძვრა აფეთქებებიც და მომცრო ბიძგებიც! 

 

ბერდიანსკი კი არა, საკუთარი ძიაგილევოდან და ენგელსიდან გაიყვანა და გადამალა ურდომ სტრატეგიული ბომბდამშენები! 

 

პუტლერის პესკოვი იძახის საქმე ბოლომდე მისაყვანი უკრაინის 4 რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებითო! ჰოდა, დმიტრო კულება ითხოვს, მოგვეცით ტანკები, თვითმფრინავები და ატაკამს ის რაკეტები და ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე უკრაინის გამარჯვებასო! 

 

იმედის მომცემია რომ აქტიურდება ისევ საუბრები გერმანული ტანკების მიწოდებაზე! 80 გერმანული ლეოპარდი სულ გაბრდღვნიდა მთელ რუსულ ურდოს! გაბრდღვნის კიდეც! ევროკავშირის მშვიდობის ფონდში 2-დან 5-მილიარდ ევრომდე აკუმულირდება უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად! 

 

გენერატორებზე აღარაფერს ვამბობ: სლოვაკეთმა გადასცა უკრაინას 300 გენერატორი! ქართველი ხალხიც!!!!! არ ჩამოუვარდებით მათ, მაგრამ როცა სახელმწიფო გადასცემს სხვაა და მოქალაქეებია ინიციატივა სხვა! 

 

აქვე კანცლერი შოლცი ამბობს, რომ ურდოს მიერ ბირთვული ბომბის გამოყენების საფრთხე დაბალია! 

 

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ გაისად ანუ 2023 ში შესაძლებელია გამარჯვების მოპოვება და ომის დასრულება! ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი ბრძოლით დაბრუნდება, ნაწილი მოლაპარაკების გზით! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო მაინც გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ დიიიიდი გრუხუნით ჩამოინგრევა! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 291 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.