"კვიციანების ოჯახმა უზარმაზარი, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა კოდორის დაცვა-შენარჩუნების საქმეში"

კვიციანების ოჯახმა უზარმაზარი, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა კოდორის დაცვა-შენარჩუნების საქმეში, მაგრამ სააკაშვილ-ბოკერიებმა მაინც გაყიდეს კოდორიცა და ახალგორიც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი წერს. 

როგორც ირმა ინაშვილი წერს,  კოდორის გაყიდვა-ჩაბარებას სწორედ  კვიციანების ოჯახი და მათი თანამებრძოლები აფერხებდნენ.

 

"კოდორის ხეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, საქართველოსთვის ავანპოსტს წარმოადგენდა და ამ ხეობის დაცვა ნამდვილი გმირობა იყო....ნამდვილი გმირობა! 

 

კვიციანების ოჯახმა უზარმაზარი,  ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა კოდორის დაცვა-შენარჩუნების საქმეში, მაგრამ სააკაშვილ-ბოკერიებმა მაინც გაყიდეს კოდორიცა და ახალგორიც. 

 

ეს იყო ენითაღუწერელი ღალატი.

 

კოდორის გაყიდვა-ჩაბარებას სწორედ  კვიციანების ოჯახი და მათი თანამებრძოლები აფერხებდნენ, ამიტომაც სააკაშვილ-ბოკერიებმა გადაწყვიტეს კვიციანების განადგურება.

 

უზარმაზარი სახელმწიფო მანქანა დაუპირისპირდა ერთ ოჯახს და... წესიერი, პატიოსანი, სამშობლოს ერთგული მანდილოსანი- ნორა კვიციანი, სრულიად უდანაშაულოდ და დაუმსახურებლად, ციხეში აღმოჩნდა. 

 

ექვსნახევარი წლის თავზე, როდესაც სააკაშვილ-ბოკერიებმა ხელისუფლება დაკარგეს, სასამართლომ ნორა კვიციანი გაამართლა და მას ყველა ბრალდება მოუხსნა...

 

მაგრამ ამასობაში, საქართველომ კოდორიც დაკარგა და ახალგორიც. ციხეში ყოფნისას ნორა კვიციანის ჯანმრთელობაც გამოუსწორებლად შეირყა და  დაზიანდა. 

 

ქალბატონი ნორა გარდაიცვალა... თითოეული ჩვენგანისთვის ეს უზომოდ დიდი ტკივილია და მერწმუნეთ, საქართველოსთვის ნორა კვიციანის გარდაცვალება ნამდვილად დიდი დანაკლისია. 

 

სწორედ ასეთ მამულიშვილებზე დგას საქართველო... 

 

იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, ნორა კვიციანს- დედა ქეთევანს ქართველი ხალხის დიდი პატივისცემა და სიყვარული აცილებს. ალალად იმსახურებს! 

 

ეს დიდბუნებოვანი, უტეხი, სუფთა გულის ადამიანი ჩემთვის ჩვენს... ნამდვილ საქართველოს განასახიერებს,"- წერს ირმა ინაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი)  გუშინ გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნორა კვიციანის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

 

შეგახსენებთ, ნორა კვიციანი ყოფილი პარლამენტარის, ემზარ კვიციანის დაა. ის მონაზვნად ერთი წლის წინ აღიკვეცა.

 

ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა, ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და 2012 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

 

მას მართლმსაჯულება მითვისებას, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავებოდა.

 

2012 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა. როგორც ხელახალი გამოძიებით დადგინდა, ნორა კვიციანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.

წაკითხვა 225 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.